როგორია რუსთავის ავტობანზე დაშავებული 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა

2025-06-10 21:33:23

რუსთავის ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში განუცხადეს, სადაც დაშავებულები გადაიყვანეს,  3 პაციენტიდან 1 უკვე გაწერილია, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი კი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში რჩებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

შეგახსნებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის ავტობანზე მოხდა, რა დროსაც 2 ავტომობილი შეეჯახა.