რუსთავის ავტობანზე ავარიის დროს 3 ადამიანი დაშავდა [video]

2025-06-09 16:52:00

რუსთავის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.