რუსთავში, მტკვარში, ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს [video]

2025-05-24 17:10:59

10 დღიანი ძებნის შემდეგ, მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრი, გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ცხედარი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, რუსთავში, დამბიდან რამდენიმე მეტრში ნახეს.

გარდაცვლილის იდენტიფიცირების მიზნით ადგილზე მივიდნენ ოჯახის წევრები. წყლიდან ამოტანის შემდეგ ცხედარი თბილისში, პროზექტურაში გადაასვენეს.

შეგახსენებთ რომ შემთხვევა თბილისში 14 მაისს მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა, მანქანიდან გადმოსვლა მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო. მოგვიანებით დაადგინეს იმ პირის ვინაობაც რომელიც შეჯახება მოახდინა. სამართალდამცავებმა მამაკაცი მალევე დააკავეს.