რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მეზობელმა მეზობელი დაჭრა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 75 წლამდე მამაკაცმა 60 წლამდე მეზობელს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.
როგორც ირკვევა, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.