ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თამარ მეფის ქუჩაზე ავტომობილი არასრულწლოვნებს, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ, დაეჯახა.
შემთხვევის დროს 2 არასრულწლოვანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთი მათგანის, მერვეკლასელი ბიჭის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.