ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2025-05-01 23:04:47

რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მინივენის ტიპის ავტომობილი, რომელშიც სავარაუდოდ ორი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და არხში ჩავარდა. 

შემთხვევის შედეგად დაზიანებები მანქანაში მყოფ არცერთ პირს არ მიუღია.

ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარება იყო მობილიზებული.