ქუთაისში გველესიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთამენთს ორი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მერსედესის მარკის ავტომობილს ფოსტის ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მერსედესის მარკის ავტომობილი ამობრუნდა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
ფოტო:ტელეკომპანია "თრიალეთი"