ხანძარი რუსთავში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე

2025-04-22 12:44:26

აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო 2 დღეში ხანძარი მეორედ გაჩნდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე გამხმარ ხეებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს უკიდია.

ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.