ახალგაზრდა კაცი საკუთარ სახლთან მოკლეს

2025-04-21 10:55:29

ახმეტაში მკვლელობა მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აღდგომის ღამეს აჩიკო ჯაბანაშვილს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.

ადგილობრივების თქმით, მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.