ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფო იმერეთს ინფორმაციით, გელათის ქუჩაზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.