რა სიტუაციაა "ლილო მოლის" ტერიტორიაზე

2025-04-16 11:05:15

ლილო მოლის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტრის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მაშველები ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ ადგილზე.
არსებული ინფორმაციით შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, დაიწვა რამდენიმე მაღაზია.