თუ რუსთავში მიცვალებულის დაკრძალვას გადაწყვეტთ, 50-დან 2800 ლარამდე დაგიჯდებათ.
დამოკიდებულია, სად აირჩევთ დაასაფლავოთ მიცვალებული, მუნიციპალურ თუ კერძო სასაფლაოზე, ასევე რამდენ ადგილიანი მიწის ყიდვა გსურთ.
მიწის ფასი გაცილებით იაფია მუნიციპალურ სასაფლაოზე.
საფლავის საფასური მუნიციპალურ სასაფლაოზე:
1. ერთადგილიანი - 50 ლარი
2. ორადგილიანი - 100 ლარი
3. სამადგილიანი - 200 ლარი
4. ოთხადგილიანი - 300 ლარი
არსებულ სასაფლაოზე ერთი ადგილის მომატება – 150 ლარი, სამარხზე მომსახურება (მიწის გათხრის სამუშაოები) – 120 ლარი.
განსხვავებით მუნიციპალურისგან კერძო სასაფლაოზე ერთ ადგილიან საფლავს ვერ შეიძენთ, რადგან არ არსებობს.
ფასები კი წინა წელთან შედარებით გაზრდილია.
ორადგილიანი საფლავის ფასი კი მუნიციპალურ სასაფლაოზე 24-ჯერ მეტია.
1. ორადგილიანი - 2400 ლარი
2. სამადგილიანი - 2600 ლარი
3. ოთხადგილიანი - 2800 ლარი
როგორც კერძო სასაფლაოზე განგვიცხადეს, ამ ფასში შედის საფლავის ამოთხრა და ბეტონით მოწყობა.