რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე დრიფტის გამო მძღოლი დააჯარიმეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ჩვენს მიერ გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, საპატრულო პოლიციამ ვიდეოში აღბეჭდილი ავტომობილის მძღოლის იდენტიფიცირება შეძლო, შემდეგ კი ჯარიმა დაუწერა.
სამართალდარღვევისთვის მოქალაქე პოლიციამ 300 ლარით დააჯარიმა.
შეგახსენებთ, რომ დრიფტი დასჯადი 2022 წლიდან არის.
ავტომობილის განზრახ მოცურების/მოსრიალების ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელების გამო ჯარიმა 300 ლარია, ასევე მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები 30 ქულით მცირდება.
დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.