თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა.
არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ე.წ ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში მოხდა.
მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა ბიჭის გადარჩენა ვერ მოახერხეს. პაციენტის გარდაცვალება "ინფო რუსთავშილ კლინიკაში დაუდასტურეს.
მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავი” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.