რუსთავის მეტალურგიის 400-მდე თანამშრომელმა 17 დღიანი გაფიცვის შემდეგ ადმინისტრაციასთან შეთანხმებას მიაღწიეს და გაფიცვა დაასრულეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა რუსთავში, გიორგი ტყემალაძემ განუცხადა, ადმინისტრაციასთან შემდგარი შეთანხმების მიხედვით ხელფასების მატება 3 თვის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება.
აპრილში 50 ლარით, მაისში 50 ლარით, ხოლო ივლისში 100 ლარით.
ასევე, სამუშაო პირობები გაუმჯობესების მიზნით გადაიხედება დაზღვევა და რიგი საკითხები. საწარმომ უკან დააბრუნა გათავისუფლებული 10 თანამშრომელი, ხოლო თანამშრომლების ნაწილის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს 5 დღის ვადაში უკან გამოიტანს.
ტყემალაძის თქმით, აღნიშნულ სარჩელებთან დაკავშირებით სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანებამ შესაგებელი უკვე შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ მეტალურგიის ორი საამქროს, ფოლადსადნობისა და გლინვის, 400-მდე თანამშრომელი 17 დღის განმავლობაში ხელფასების მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.