ჩხუბი რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე [video]

2025-04-07 23:55:37

ჩხუბი რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე [video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით კაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ერთერთ რესტორანში დაიწყო და შემდეგ ქუჩაში გაგრძელდა.

არსებული ინფორმაციით რამდენიმე პირმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

სამართალდამცავებმა რამდენიმე კაცი სიტუაციას განარიდეს ხოლო 1 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

 

იმის გამო რომ არ მოხდეს იდენტიფიცირება, დაპირისპირებაში მყოფი პირები ვიდეოში გარკვევით არ ჩანან.