თვითმონიტორინგის სისტემაში რუსთავში არსებული 15 საწარმოა ჩართული

2025-04-06 13:21:34

რუსთავში არსებული საწარმოდან დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შესრულების მიზნით, დღეის მდგომარეობით, 15 საწარმო რეგისტრირებულია უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემაში.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიაწოდეს.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 6 აპრილის მონაცემებით, ქალაქ რუსთავში მოქმედი საწარმოებიდან თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული საწარმოებია:

სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული საწარმოების სია

რუსთავის აზოტი - (ქიმიური წარმოება)

შპს ჯეოსთილი - (მეტალურგიული მრეწველობა)

ემენ ქემიკალ ჯორჯია - (ქიმიური წარმოება)

შპს სოლო  - (ცემენტის წარმოება)

შპს ქართული ცემენტი - (ცემენტის წარმოება)

მაქს იმპორტი  - (ცემენტის წარმოება)

შპს გია 2019 - (ცემენტის წარმოება)

შპს ლევ 2019 - (ცემენტის წარმოება)

შპს  ერთობა 98 - (ცემენტის წარმოება)

შპს სტანდარტცემენტი - (ცემენტის წარმოება)

შპს პრემიუმ ჰოლდინგი - (ცემენტის წარმოება)

შპს მშენებელი 2004 - (ცემენტის წარმოება)

შპს ელბა ექსპორტი - ცემენტის წარმოება

შპს ვივაცემენტი - (ცემენტის წარმოება)

შპს რუსთავის ფოლადი - (მეტალურგიული მრეწველობა)