თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე მეზობელმა მეზობელს ავტომობილი დააჯახა.
ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა.
ავტომობილის დაჯახებამდე მამაკაცებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას ითვალისწინებს.