ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

2025-04-06 13:01:41

ბათუმში თამარ მეფის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც მიკროავტობუსი ამობრუნდა.

შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა და როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: აჭარის ტელევიზია