საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფორმა იცვლება.
შესაბამის ბრძანებას ხელი იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა ხელი 2025 წლის 3 აპრილს მოაწერა.
იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანებით, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გარდა დამტკიცდა ასევე "ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები".
ახალი ფორმის პასპორტები 2025 წლის 4 ივნისიდან გაიცემა. ამასთან, ძალაში რჩება აქამდე გაცემული პასპორტები მათი მოქმედების ვადის პერიოდში.
იუსტიციის მინისტრის კიდევ ერთი ბრძანებით, 2025 წლის 4 ივნისიდან იცვლება ასევე საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის, მუდმივი ბინადრობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ტექნიკური მახასიათებლები/ფორმები.