იტალიაში ჰიგიენური პროდუქტების ქურდობისთვის ქართველი დააკავეს

2025-03-27 12:15:44

იტალიაში 26 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდა კაცმა მაღაზიიდან ჰიგიენური საშუალებები მოიპარა.

ფაქტი შეამჩნია მაღაზიის კონსულტატმა და სამართალდამცავებს აცნობა.

დაკავების დროს კაცმა გაქცევა სცადა, თუმცა ვერ მოახერხა. გაქცევის მომენტში კი მოსაცმელში შენახული მოპარული დეოდორანტები დაუცვივდა.

მოპარული ჰიგიენური საშუალებების საერთო ღირებულება 150  ევრო იყო.