რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფირმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე “მერსედესის” მარკის მინივენის მძღოლი, სავარაუდოდ, მართვის დროს შეუძლოდ გახდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის გამყოფ კუნძულზე ავარდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.