ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც საავტომობილო გზას კვეთდნენ

2025-03-21 01:10:57

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც საავტომობილო გზას კვეთდნენ.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად ქალი და კაცია დაშავებული, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

"რა გახდა აღმაშენებლის გამზირზე ერთი კამერის დამონტაჟება, რომელიც საავტომობილო მიმოსვლას შედარებით დაარეგულირებს. დღე არ გავა, აღნიშნულ პერიმეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდეს", - აცხადებს თვითმხილველი.


წყარო: ინფო იმერეთი