რუსთავში, ჭყონდიდლის დასახლებაში, სამშვილდისა და ნეკრასოვის ქუჩებზე გზის ახალი საფარი მოეწყობა.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მოსაძებნად, რუსთავის მუნიციპალიტეტმა 1 700 000 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
აღნიშნულ თანხაში ტენდერსი გამარჯვებულმა კომპანიამ ასევე უნდა მოაწყოს სანიაღვრე სისტემა მცხეთის ქუჩაზე.