თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით მოკლულია 21 წლის ბიჭი.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და ყველა შესაბამისი მოქმედება ტარდება.