ქუჩაში კაცი მოკლეს

2025-03-15 01:07:10

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს.

თვითმხილველების თქმით, უცნობმა პირმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა.

ამ ეტაპზე მეტი დეტალი უცნობია.