ღირებულება 11 მლნ ლარს შეადგენს

2025-03-14 17:19:54

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
ხრამის სათავე ნაგებობა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს - შახტურ ჭებს მძლავრ სატუმბო სადგურებს და მაგისტრელურ მილსადენებს აერთიანებს. რომელიც ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შემუშავებული აქვს საინვესტიციო გეგმა, რომლის ფარგლებშიც მოძველებული ინფრასტრუქტურის პერიოდული განახლება ხდება. პროექტი, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც უკვე დასრულდა შახტური ჭების, მეორე აწევის სატუმბო სადგურისა და მაგისტრალური მილსადენების 2.5 კმ სიგრძლის ამორტიზებული მონაკვეთის რეაბილიტაცია. ასევე მიმდინარეობს სათავე ნაგებობის ელექტრო სადენების სრული განახლების პროექტი. გარდა დასრულებული და მიმდინარე პროექტებისა კომპანია მიმდინარე წელს განახორციელებს მესამე აწევის სატუმბო სადგურში არსებული ამორტიზებული ტუმბო აგრეგატების სრულ განახლებას და ამავდროულად დამატებით მოხდება მაგისტრალური მილსადენის  1.5 კმ მონაკვეთის  განახლება. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის შედეგად ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება” - გიგა ნადირაძე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური დირექტორი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტს მოსახლეობისთვის მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუუმჯობის მიზნით.