იტალიაში 36 წლის ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალგაზრდა ქართველი კაცი ხარაჩოებზე აძვრა, მე-6 სართულზე ერთ-ერთ ბინაში, რომელშიც ქალი იმყოფებოდა, შეიპარა და ნივთები მოიპარა.
ადგილზე გამოიძახეს სამართალდამცავები, რა დროსაც მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმა პოლიციამ მისი დაკავება მაინც შეძლო.
ქართველს 800 ევროს ღირებულების სამი კალათა ჰქონდა მოპარული, რომლებში ტანსაცმელი იყო მოთავსებული.