გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.