მტკვარში ავტომობილი გადავარდა

2025-03-11 19:53:21

თბილისში მეტეხთან მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშეველმა მალევე მოახერხეს მდინარიდან ახალგაზრდა კაცის და ავტომობილის ამოყვანა.

ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.