სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცით, საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია/კომუნიკაციის სექტორში დასაქმებულებს აქვთ, ყველაზე დაბალი კი სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში დასაქმებულებს.
აღნიშნულ მონაცამებზე დაყრდნობით, საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ასე გამოიყურება: (2024 წლის მე-4 კვარტალი)
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4078.2 ლარი
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3663.5 ლარი
მშენებლობა - 3365.8 ლარი
ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3244.1 ლარი
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2584.1 ლარი
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება დამამუშავებელი მრეწველობა - 2570 ლარი
ტრანსპორტი და დასაწყობება - 2510.1 ლარი
დამამუშავებელი მრეწველობა - 2165.1 ლარი
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 2045 ლარი
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 2017.3 ლარი
განათლება - 1937.9 ლარი
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1879.7 ლარი
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 1803.7 ლარი
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1752.1ლარი
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1751 ლარი
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1708 ლარი
ამასთან საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10 პროცენტით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის მე-4 კვარტალში მისი მოცულობა 23.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია.
2024 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 811.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.7 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.3 პროცენტი - კაცი.