იძულებით გადაადგილებულ პირებს სოფლის მეურნეობის ტექნიკას შეუძენენ

2025-03-11 12:12:32

იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენენ.

ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

"განსახლებულ დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“  ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება.

სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.

პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული 200-მდე პირი დაფინანსდება.

განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება:
● ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;

● ქ. გორი, სამების ქ.N1;

● ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის  ქ.N5ა;

● ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის  ქ.N106;

● ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.

პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს",- ნათქვამია განცხადებაში.