რუსთავში კაოალიციის "ცვლილებებისთვის" ბანერები დააზიანეს

2025-03-10 16:47:45

რუსთავში, კოსტავას გამზირზე კოალიცია "ცვილელებებისთვის" ოფისის გარე კედელზე გამოკრული 3 ბანერი დააზიანეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კოალიციის რუსთავის ორგანიზაციის წევრმა რუსკა მჭედლიძემ განუცხადა, 8 მარტს ღამის საათებში ორმა შენიღბულმა პირმა ოფისის გარე კედელზე გაკრული სამი ბანერი დააზიანა, რომლებზეც კოალიციის ლიდერების იყვნენ გამოსახულები.

"შსს ვაცნობეთ, მაგრამ დანაშაულის წამხალისებლები თავადვე არიან და არანაირი იმედი არ გვაქვს.

ფაქტი მოხდა 8 მარტს ღამის 01:16 წუთზე. კამერებიდან ამოვიღეთ ჩანაწერები, იყვნენ მოსულები და დააფიქსირეს ფაქტი. თუ მოინდომებენ გამოიძიებენ, რადგან ჩვენი ოფისი მდებარეობს თვალსაჩინო ადგილზე ცენტრალურ გამზირზე. ფაქტობრივად პოლიციის მანქანა და ეს ტიტუშკები იმ ადგილზე ერთდროულად გამოჩნდნენ. დიდი ეჭვი მაქვს რომ იყო სპეციალურად დაგეგმილი.

დააზიანეს ყველა ბანერი, ერთი საერთოდ მოჭრეს და თან წაიღეს. ალბათ ვინც ეს ვანდალიზმი დაავალა, იმ ადამიანს ნივთმტკიცებად წაიღეს. იყვნენ ნიღბიანები, კუსტარულად ჰქონდათ ჯოხზე წებოვანი ლენტით ცივი იარაღი, სავარაუდოდ საკანცელარიო დანა, როგორც კამერაში გამოჩნდა და დაჭრეს ბანერები. 5 წამში მოახერხეს ამხელა ბანერის მოჭრა. სავარაუდოდ გამოცდილები არიან. ორი პირი იყო",- განგვიცხადა რუსკა მჭედლიძემ.

რომელი მუხლით მიმდინარეობს მომხდარზე გამოძიება საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება კომენტარს.