ე.წ. ბრმა ტყვია საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინაში შევარდა

2025-03-10 12:42:06

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, გასროლილი ე.წ. ბრმა ტყვია საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინაში შევარდა.

"გავიგეთ ხუთჯერ გასროლის ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ ბელიაშვილზე, მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ მისაღებში ვიყავით. თავიდან ფეიერვერკის ხმა გვეგონა, მაგრამ მეხუთე გასროლის ხმა არ იყო, საშინელი მსხვრევის ხმა იყო“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე „ფორმულასთან“.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, სსკ-ის 236 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.