"აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, კაცის გაყინული ცხედარი იპოვეს.
კაცი სახლთან ახლოს, უგონო მდგომარეობაში ნახეს და ამ ეტაპზე უცნობია გარდაცვალების მიზეზი.
"ინფო რუსთავი" ფაქტთან დაკავშირებით დაუკავშირდა მერის წარმომადგენელს სოფელ ხუცუბანში. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.