უნდა ზრუნავდეს თუ არა სახელმწიფო ბავშვების უფლებების დაცვაზე? და რამდენად დიდი როლი უნდა ითამაშოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. მუნიციპალიტეტებში მერის წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ-ების ხელმძღვანელ პირებს, დადგენილების თანახმად, მათ თვალსაწიერში აღმოჩენილი ძალადობის ნიშნების გამოვლენა, იდენთიფიკაცია და ფაქტზე რეაგირების მოხდენის ვალდებულება ეკისრებათ. გარდა ამისა ბავშვს თავად შეეძლება, იმ შემთხვევაში თუ ფიქრობს რომ ოჯახში, სკოლაში, ან რომელიმე საგანმანათლებლო წრეზე მისი უფლებები ირღვევა, სამართალდამცავებს დახმარებისთვის თავად მიმართოს. საკითხს საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.