ახალგაზრდა კაცს ეძებენ

2025-02-21 17:54:41

ვარკეთილში დაკარგულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ის 20 საათზე მეტია რაც სახლიდან გავიდა და ბოლოს ვარკეთილის ტერიტორიაზე იყო.

"ვეძებთ ჩემს უახლოეს ადამიანს. 20 საათზე მეტია, რაც სახლიდან გავიდა, გათიშული აქვს ნომერი, ვერავინ ვუკავშირდებით, ვერც ოჯახის წევრები.

არ მისულა არც მშობლის სახლში და არც დის. არ გამოცხადებულა გამოცდაზე.

ბოლოს იყო ვარკეთილის ტერიტორიაზე. დიდი ალბათობით, აცვია პიჯაკი. იაკობი ჰქვია", - წერს ახლობელი.