რა ეტაპზეა რუსთავი-თბილისის ავტობანის პროექტირება

2025-02-19 18:04:43

რამდენიმე თვეა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობის დასასრულებელ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა ეტაპზეა პროექტირება და მუნიციპალური განვითარების ფონდს დაუკავშირდა.

ფონდში განგვიცხადეს: "საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისირუსთავის მე-2 მონაკვეთის მშენებლობა-მოდერნიზაციისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და
დეტალური პროექტირების სამუშაოები ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია. კონტრაქტორ ორგანიზაციას
გააჩნია შესაბამისი ვადები, რათა ფონდს წარუდგინოს სრულყოფილი პროექტი, რაც ხელშეკრულებით
არის გათვალისწინებული
".

შეგახსენებთ, რომ თბილისი-რუსთავის ავტობანის დასასრულებელი სამუშაოების პროექტირებას შპს "კოკს კონსალტისის" საქართვრლოს ფილიალი 3 165 000 ლარად ამზადებს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები