გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, კაცი სუპერმარკეტიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.
კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. სამწუხაროს, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.