სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იანვრის თვეში რუსთავში 1 ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ქალაქში ინსპექტირება 2 ობიექტში ჩატარდა.
ჯარიმა ობიექტს ეტიკეტის არ ქონის გამო გამოუწერეს.
საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 12 ობიექტზე ჩატარდა, 58 დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 81, დააჯარიმეს 2.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
სეს-ი იმ მაღაზიების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.