„გალერეა თბილისში“ მეორე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა

2025-02-01 22:41:57

„გალერეა თბილისში“ მეორე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ხელში ტელეფონი ეჭირა, მოაჯირი ვერ შენიშნა და მეორე სართულიდან გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, ის ცოცხალია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.