"Napoli-დან" "PSG-ში" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიდან რუსთავის საფეხბურთო კლუბი "რუსთავი" თანხას მიიღებს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 70 000 000 ევროს სატრანსფერო თანხიდან გარკვეულ ნაწილს მიიღებენ ის საფეხბურთო კლუბები, რომლებშიც კვარაცხელია თამაშობდა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ "რუსთავია".
1 000 000 ევრო სამ ქართულ კლუბს შორის თბილისის დინამოს, რუსთავის რუსთავსა და ბათუმის დინამოს შორის გადანაწილდება.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია 2018 წელს რუსთავის "რუსთავის" ფეხბურთელი იყო და ქართულ გუნდებს შორის ყველაზე მეტი მატჩი სწორედ "რუსთავის" მაისურით აქვს ჩატარებული.
2018 წელს "რუსთავი" უმარლეს ლიგაში ასპარეზობდა და კვარამ, როგორც რუსთავის ფეხბურთელმა 18 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა.