რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით ქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 28 767 800 ლარი დაიხარჯება, მათ შორის 10 619 100 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.
გთავაზობთ იმ ქუჩების ჩამონათვალს, რომელიც წლევანდელი ბიუჯეტის მიხედვით უნდა გაკეთდეს.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოდებაძის ქუჩას, რომლისთვისაც 6 300 000 ლარიანი ტენდერია გამოცხადებული.
ჭყონდიდლის დასახლებაში გიორგაძის, ჯავახიშვილისა და გრანელის შიდა ეზოებში ბეტონის საფარი მოეწყობა, ასევე გაკეთდება ზედგინიძის ქუჩის დაზიანებული მონაკვეთი, ამისთვისაც გამოცხადებულია ელ. ტენდერი და ბიუჯეტიდან 1 646 983 ლარი დაიხარჯება.
მუნიციპალიტეტს ასევე გამოცხადებული აქვს 2 300 000 ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც რუსთავში, გზებისა და ტროტუარების ნაწილობრივი შეკეთებას აპირებს.
თუმცა ტენდერზე თან დართული არ არის რომელ ქუჩებზე გეგმავენ სამუშაოების განხორციელებას.
735 000 ლარიანი ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა/რეაბილიტაციისთვის, თუმცა ამ შემთხვევაშიც უცნობია, ქალაქის რა ლოკაციებზე იგეგმება აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.
წლევანდელი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასევე იგეგმება რუსთაველის ქუჩაზე არსებული შენობების და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.
რუსთაველის N32-ის რეაბილიტაციისთვის 656 745 ლარიანი ტენდერია გამოცხებული.
ასევე თბილისის ქუჩაზე არსებული შენობების და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.
2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია მესხიშვილის ქუჩაზე არსებული შენობების და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაც.