თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ქართველი ემსხვერპლა

2025-01-27 13:57:25

თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, გარდაცვლილი 58 წლის ქალის ცხედარი საქართველოში უკვე გადმოასვენეს.

შეგახსენებთ, ხანძარი თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში სასტუმროს 21 იანვარს ღამით გაუჩნდა. სასტუმრო “გრანდ კარტალში” გაჩენილ ხანძარს 78 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიების ფარგლებში 19 პირი დააკავეს, მათ შორის, სასტუმროს მფლობელიცაა.