რუსთავში ბინის დაქირავება მინიმუმ 500 ლარად შეგიძლიათ.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების აგენტმა ალექსანდრე ცერცვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ქალაქში ბინის ყიდვისგან განსხვავებით ქირის ფასები დაწეულია.
ცერცვაძის განცხადებით, ნორმალურ მდგომარეობაში, საცხოვრებლად ვარგის 1 ოთახიანი ბინის ფასი ქირის შემთხვევაში 500 ლარია, ახალ კოპრუსში 600. 2 ოთახიანის ფასი 700-800 ლარია, 3 ოთახიანის 800-1200 ლარის ფარგლებში.
მისი თქმით, მყიდველები ყურადღებას აქცევენ ბინის მდგომარეობას, ადგილმდებარეობა ახალ რუსთავში ნაკლებად პრიორიტეტულია.