რუსთავში ბინები გაძვირებას კვლავ განაგრძობს.
ფასების ზრდა განსაკუთრებით ახალი წლის შემდეგ შეინიშნება.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების აგენტმა ალექსანდრე ცერცვაძემ განუცხადა.
"ერთოთახიანი მინიმალური ფასი ე.წ. ხრუშოვის გარემონტებული 35 000$-დან იწყევა, სარფემონტო 32 000$. ჩეხურის 1 ოთახიანი 50 000$.
2 ოთახიანი ბინები ე.წ. მოსკოვის პროექტით 45 000-53 000$, ხოლო ქალაქური პროექტის გაკეთებული ბინა ფასი 65 000$-მდე ადის, სარემონტონს ფასი 52 000$-53 000$.
ჩეხურის 2 ოთახიანის ფასი 70 000$.
სამ ოთახიანები 65 000-80 000$, ე.წ. მოსკოვსი პროექტი 60 000-65 000$. რვიანების 3 ოთახიანი 72 000-73 000$ ღირს ძველი რემონტით, ახალი რემონტი 85 000$.
ფასები იწევს, ახალი წლის შემდეგ კიდევ უფრო გაძვირდა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ცერცვაძემ.