რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტასა" და "მაზდას" მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მანქანა ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლოცია.