24 იანვრის საღამოს თურქეთის ქალაქ კონიაში სამ სართულიანი შენობა ჩამოინგრა. ადგილობრივებმა შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია მალევე შეატყობინეს.
თავდაპირველი ინფორმაციით, შენობაში 3-4 ადამიანი იმყოფებოდა. კონიას მერის განცხადების მიხედვით, სამ სართულიან შენობაში სულ 14 ბინა იყო, აქედან 12 თავისუფალი.
საბოლოო ინფორმაციით, მაშველებმა შეძლეს ნანგრევებიდან 2 ადამიანი ცოცხალი ამოეყვანათ და სავარაუდოდ, 5 პირი, ისევ ნანგრევების ქვეშ რჩება.
თურქეთის შს მინისტრმა დაადასტურა, რომ ოპერაციებში მონაწილეობას იღებს 99 მაშველი და 27 სამაშველო დანიშნულების მძიმე ტექნიკა, ასევე 120 პოლიციელი, მეხანძრე და სასწრაფოს თანამშრომელი.
შენობის ჩამონგრევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.