რუსთავში მაღაზია გაქურდეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XX მიკრორაიონში, 20 წლამდე ახალგაზრდამ, ერთ-ერთი ქსელური მარკეტიდან, ალკოჰოლური სასმელი მოიპარა.
არსებული ინფორმაციით მოპარული სასმელების ღირებულება 500 ლარს აღემატება.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.
მამაკაცი დაკავებულია, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.