რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2025-01-21 19:03:57

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 იანვარს 11:00 საათიდან 18:30 საათამდე მონაკვეთში რამდენიმე საათით ელექტროენერგია შუწყდებათ  აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, სამგორის, ჯავახიშვილის, მშენებელთა, 1 მაისის და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.